ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში - რა გაიგო "ოცნებამ"

14.08.22 13:47
ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში -  რა გაიგო "ოცნებამ"

საქართველოს შესახებ ევროკავშირის კრიტიკული ანგარიში "ქართულ ოცნებას" ისევ სათავისოდ ესმის. სახელისუფლებო გუნდის წევრი ბექა დავითულიანი აღიარებს, რომ ევროკომისიას კრიტიკული მოსაზრებები მთელი რიგი საკითხების მიმართ აქვს, თუმცა ამბობს, რომ საქართველო რეფორმების ნაწილში მაინც მოწინავეა. 

ევროკავშირის ზოგადი შეფასება არის ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ნაწილში საქართველოს რეფორმების თვალსაზრისით იყო მოწინავე ქვეყანა და ჯერჯერობით ამად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ კრიტიკული მოსაზრებები მთელ რიგი მიმართულებებით. ჩვენ დავამუშავებთ ამ 12 პუნქტს და ახალ წლამდე ეს 12 პუნქტი იქნება მზად. თუ რაიმე კონკრეტული შენიშვნა კიდევ ექნება ევროკავშირს ამ 12 პუნქტის მერე, ალბათ ისინიც დააკონკრეტებენ და ჩვენ ვიმუშავებთ ამ შენიშვნების გათვალისწინებაზე. რაღაცა რელევანტურია, რაღაცა არა, რაღაცა უბრალოდ კონტექსტის გაუთვალისწინებლად ნათქვამია. ნახეთ, მათთის ბუნებრივია მთელი რიგი საკითხები, რომ ასე უნდა იყოს... და ამ ქვეყანაშ აღმოჩნდება ხოლმე, რომ კონტექსტი ისეთია, რომ ისე ბუნებრივად, როგორც მათთან ხდება, ვერ ხდება, - თქვა დავითულიანმა. 

მსგავსი სიახლეები