გახარიას პარტია ცესკოს მიერ სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

15.08.22 12:02
გახარიას პარტია ცესკოს მიერ სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს

გახარიას პარტია ცესკოს მიერ სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნების გაუქმებას ითხოვს. სპეციალურ განცხადებაში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აღნიშნული მოთხოვნის დეტალებს განმარტავს. 

გვსურს გამოვეხმაუროთ "ოცნების "მხრიდან არჩევნების შედეგების შეცვლის მორიგ მცდელობას, რასაც სამწუხაროდ, ხელს უწყობს ცენტრალური საარჩევნო კომისია და რაც მიზანმიმართულად აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. კეროდ, ცესკომ იმოქმედა ხელისუფლების ინტერესით და ნაცვლად იმისა, სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს ახალი არჩევნების დანიშნაზე ემსჯელა, შუალედური არჩევნები მხოლოდ იმ სამარაჟრიტარო ოლქში დანიშნა, სადაც "ოცნებამ" ოპზიციის წევრს კრიმინალური სამყაროს ჩართულობით მანდატი დაატოვებინა. აღნიშნული უკანონობა ხორციელდება იმ ფონზე, როცა სულ ახლახანს გამოქვეყნდა ევროკავშირის საქართველოს ასოცირების შესრულების უმძიმესი ანგარიში, რომლის მიხედვითაც ქვეყაამ 2021 წელს ანუ ბოლო ერთი წლის განმავლობაშ დემოკრატიის, სახელმწიფოს მართვის, კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულების მიმართულებით უპრეცედენტო უკუსვლა განიცადა. აღნიშNული უკანონობა ხორციელდება ასევე იმ ფონზე, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად სულ რაღაც 5 თვეში ამბიციური დემოკრატიული რეფორმები აქვს განსახორციელებელი, მათ შორის, ცესკოს დამოუკიდბელობისა და საარჩევნოს სისტემის რეფორმის მიმართულებით. პარალელურად, "ოცნება" სხვადასხვა მინიციპალიტეტებში პარტია "საქართველოსთვის" წევრების მოსყიდვას, დაშინებას, - განაცხადეს პარტიაში. 

 

მსგავსი სიახლეები