საია სასამართლოს მოუწოდებს, სენაკში არჩევნების დანიშვნის განკარგულება ბათილად ცნოს

15.08.22 13:52
საია სასამართლოს მოუწოდებს, სენაკში არჩევნების დანიშვნის განკარგულება ბათილად ცნოს

სასამართლოს მოვუწოდებთ, ბათილად ცნოს ცესკო-ს ის განკარგულება, რის საფუძველზეც სენაკში არჩევნები დაინიშნა- ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ითხოვს, ცესკოს მიერ სენაკში დანიშნული შუალედური არჩევნები გაუქმდეს.

არასამთავრობო ორგანიოზაციამ ცესკო-ს მიერ სენაკში განმეორებითი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პროცესი დღეს 16 საათზეა ჩანიშნული. 

არასამთავრობო სექტორსა და ოპოზიციას მიაჩნია, რომ საკრებულოს შუალედური არჩევნების დანიშვნა კანონს ეწინააღმდეგება, რადგან საკრებულო უკვე 6 თვეზე მეტია, არ შეკრებილა,  რის გამოც მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობები არსებობს.

,,ოცნების" მიზანი იყო, არჩევნების შედეგები შანტაჟის შედეგად შეცვლილიყო. ამ ხალხმა დაიწყო საკრებულოს სხდომების საბოტაჟი, 9 სხდომა გააცდინა. შემდეგ უკვე ვნახეთ, სენაკის საკრებულოს ერთ-ერთი წევრი როგორ გაქრა, დაწერა განცხადება თანამდებობის დატოვებაზე.

ამ ადამიანზე ხელისუფლების მხრიდან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენელთა ხელით განხორციელდა ზეწოლა. 

ამ ადამიანის შესაცვლელად იმ მაჟორიტარულ ოლქში დანიშნა არჩევნები ცესკო-მ, ეს კი მხოლოდ ხელისუფლების ინტერესში შედის - განაცხადა პარტია ,,საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ნათია მეზვრიშვილმა.

სენაკის საკრებულო ერთ-ერთია იმ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, სადაც არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა პარტიამ დამოუკიდებლად უმრავლესობა ვერ მოიპოვა, პოლიტიკურმა ძალებმაც კონსესუსსს ვერ მიაღწიეს და საკრებულომ მუშაობა ვერ დაიწყო. 

სენაკში განმეორებითი არჩევნები საკრებულოდან ,,ენმ"-ს დეპუტატის, ვახტანგ წურწუმიას, წასვლის გამო დაინიშნა. ოპოზიციის განმარტებით, წურწუმიამ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლასა და შანტაჟს ვერ გაუძლო. 

მსგავსი სიახლეები