სარალიძის მკვლელობის არასწორი გამოძიებისთვის გათავისუფლებული პროკურორი შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა
ხორავას საქმის პროკურორი პრემიერმა ღარიბაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორად დანიშნა. მიხეილ შაყულაშილის სახელს ვერაზე დავით სარალიძის მკვლელობის საქმის არასწორი გამოძიება უკავშირდება. აღნიშნულ სკანდალს შაყულაშვილის პოსტი შეეწირა.
თბილისის ყოფილი პროკურორი ის ადამიანი იყო, ვისტანაც მკვლელობაშ ბრალდებულის მამა მივიდა და საქმის დალაგება სთხოვა.
მიხეილ შაყულაშვილი "პირველების" კითხვას, დაინიშნა თუ არა შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტზე პრემიერის პროტექტორობით, არ პასუხობს. ყოფილმა პროკურორმა კითხვებს არც სკანდალურ წარსულთან დაკავშრებით უპასუხა.
ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება თანამდებობებზე ყოფილ ძალოვნებს ერთგულების გამო ნიშნავს.
,,ოცნება" პოსტებზე ნიშნავს ხალხს, ვინც პოლიტიკურ დაკვეთებს მარტივად ასრულებს და რეპრესიების მოწყობას ხელს აწერს - ამბობს ოპოზიცია.
შაყულაშვილის დაწინაურება მეტყველებს ერთადერთზე- დღეს მართვის ბერკეტები იმ ხალხს ეძლევა, ვინც ემსახურება პარტიას, ოლიგარქს, მის ოლიგარქიულ დავალებებს და არა კანონსა და ქვეყანას.
უმძიმესი ფაქტია, როცა ხორავას ქუჩის გამოძიების ასეთი ამორალური ფაქტის შემდეგ ხელისუფლება ბედავს და აწინაურებს ამ ხალხს - ამბობს ,,დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია.