ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასდროს მოვხვდებით - ნიკა მელია

15.08.22 13:14
ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასდროს მოვხვდებით - ნიკა მელია

ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასდროს მოვხვდებით, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სახელისუფლებო პარტიას "რუსულ ოცნებად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ ევროკავშირის 12 პუნქტის შესასრულებლად ის არაფერს მოიქმედებს.

ევროპულ ქვეყნად ქცევის პერსპექტივას ყოველდღიურად გვაკარგვინებს უსამშბლოთა პარტია "რუსული ოცნება". "რუსული ოცნება" აყენებს ხალხს არჩევანის წინაშე, ბიძინა ან ევროპა. ნათელია, რომ ივანიშვილთან ერთად ევროკავშირში ვერასდროს მოვხვდებით. განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთის ამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას. არაფერს არ აკეთებს და არც გაკეთებს, ეს არის მათი რუსული დავალება, - განაცხადა მელიამ. 

 

მსგავსი სიახლეები