ოლიგარქიის პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ გააჩნია - ელენე ხოშტარია
ოპოზიცია საყოველთაო დაუმორჩილებლობას აანონსებს. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განახადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საჭირო 12 პუნქტს ხელისუფლება არ შეასრულებს, ამიტომ სადავეები ხელში ახლა ხელისუფლების ოპოენენტებმა უნდა აიღონ.
ამ ბრიფინგს არ ვაწყობ იმიტომ, რომ რამე ილუზია შევქმნა, რომ მოვუწოდო ხელისუფლებას, რომ რამე გააკეთონ, იმიტომ, რომ ეს წერტილი არის ამოწურული. ამ ანგარიშით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ "ქართული ოცნების" პირობებში, ოლიგარქიის პირობებში, საქართველოს არ გააჩნია ევროპული პერსპექტივა. ჩვენ ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩვენ ჩამოთვლილი გვაქვს რა გვაქვს გასაკეთებელი და ჯერი და ვალი ახლა არის ჩენზე, რომ ვიმოქმედოთ. მშვიდობიანი, მაგრამ პრინციპული პროტესტი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა, არა მხოლოდ მასობრივ, დიდი შეკრებებს, ეს უნდა იყოს კულმინაცია, არამედ დაუმორჩილებლობას და არშეგუებას ამ ვითარებასთან, - თქვა ხოშტარიამ.