ძნელია, როდესაც ოჯახის ამოწყვეტით ყველაზე მდიდარი და ყოვლისშემძლე ადამიანი გემუქრება - გოგაშვილი
სოსო გოგაშვილი სპეციალური საგამოძებო სამსახური გამომძიებლებისთვის მიცემულ ჩვენებაში წერს, რომ შს მინისტრთან სატელეფონო საუბრის და მუქარის შემდეგ ძალიან აღელდა. მისი თქმით, ძნელია, როდესაც ოჯახის ამოწყვეტით საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანი ემუქრება.
საუბარი გაგრძელდა მინიმუმ 30 წუთი, რადგან ტელეფონი გაითიშა და ვ. გომელმაურმა თავიდან გადმორეკა. საუბრის ბოლოს მან მითხრა, რომ ხვალ კიდევ დამირეკავდა. ხოლო იქამდე მეფიქრა მოსალოდნელ შედეგებზე და ისე მიმეღო გადაწყვეტილება. დავამთავრეთ საუბარი, გამოვედი გასახდელში და ვიყავი ძალიან აღელვებული, რაც შემატყო მოდებაძემ. მე ნელ-ნელა ვაანალიზებდი საუბრის შინაარსს, ძალიან ძნელია, როდესაც ოჯახის ამოწყვეტით გემუქრება საქართვეკლოში ყველაზე მდიდარი და ყოვლისშემძლე ადამიანი. მოდებაძემ შემატყო რა ჩემნი ემოციური მდგომარეობა და შემომთავაზა დერეფანში ცოტა ხნით გაგვესეირნა. ჩვენ გავემართეთ დერეფნის ბოლოსკენ , სადაც შედარებით დიდი სივრცეა. ზურა ჩემს დასამშვიდებლად სხვადასხვა ყოფით საკითხებზე მესაუბრებოდა. შინაარსი ნამდვილად არ მახსოვს, თუმცა ერთადერთი, რაც დამამახსოვრდა, მან მითხრა, რომ მასაც კახეთში ჰქონდა სოფელი და ეს სოფელი იყო ბაღლოჯიანი. გარკვეული პერიოდი ჩვენ დავყავით ერთად და ისევ გავემართეთ საშხაპესკენ. ამჯერად მე მეორედ შევედი საშხაპეში და ვისარგებლე კუთვნილი შხაპით.