ოპოზიციის მიზანია, საქართველომ პროგრესს არ მიაღწიოს- ირაკლი ქადაგიშვილი

15.08.22 20:38
ოპოზიციის მიზანია, საქართველომ პროგრესს არ მიაღწიოს- ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიცია პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას პროგნოზირებს. დღის წესრიგში დგას ქვეყნის ევროპული მომავალი, ამიტომ ხელისუფლების ოპონენტები აქტიურ ქმედებებზე გადასვლას აანონსებენ. დაუმორჩილებლობა და თანმიმდევრული, მუდმივი პროტესტი - ეს არის პოლიტიკოსების ფორმულა რეგრესის შესაჩერებლად. 

ოპოზიციის დაუმორჩილებლობა ხელისუფლების კრიტიკისა და ქილიკის მიზეზი გახდა. მმართველ გუნდში ოპოზიციის გეგმებს ირონიულად უყურებენ და ამბობენ, რომ არანაირი საპროტესტო გამოსვლების არ ეშინიათ.

მათი მიზანია ერთადერთი-საქართველოს არ მიაღწიოს პროგრესს ამ გზაზე და მათ მიაჩნიათ, რომ თუ საქართველომ ამ პროგრესს არ მიაღწია, ეს მათ რევოლუციური გეგმების განხორციელებაში დაეხმარება - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი,  ,,ქართული ოცნების" წევრი.

ოპოზიციის რადიკალური ნაბიჯების დაანონსება ევროკავშირის დოკუმენტს მოჰყვა, სადაც საუბარია არაერთი მიმართულებით უმწვავეს პრობლემებსა და უკუსვლაზე. ევროკავშირის დოკუმეტნში პირდაპირ წერია, რომ სასამართლომ რეგრესი განიცადა.

როდის დაიწყებს ოპოზიცია მორიგ საპროტესტო ტალღას და ამჯერად რა შედეგს მიაღწევენ ნათელი სავარაუდოდ შემოდგომაზე გახდება. 

 

მსგავსი სიახლეები