როდის გასაჯაროვდება ციხის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები - კოკა კაციტაძის პოზიცია უცნობია

16.08.22 11:11
როდის გასაჯაროვდება ციხის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები - კოკა კაციტაძის პოზიცია უცნობია

როდის გასაჯაროვდება რუსთავის მე-12 ციხის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები  - კითხვაზე პასუხის მისაღებად  "პირველებმა" სპეციალური საგსამოძიებო სამსახურის უფროსს მიაკითხა. საუბარია სოსო გოგაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზე, სადაც ის დეტალრად აღწერს, როგორ გაიყვანა ციხის ხელმძღვანელმა საშხაპეში, სადაც მას შს მინისტრი დაუკავშირდა.

ახლა სწორედ სათვალთვალო კამერების ჩანაწერებმა უნდა დაადასტუროს, შეესაბამება თუ არა სუსუს ყოფილი მაღჩინოსნის ჩვენება სიმართლეს.

კოკა კაციტაძე სამსახურში არ აღმოჩნდა, თუმცა ადგილზე ცოტა ხნის წინ გამომძიებელი ირაკი კაჭკაჭიშვილი მივიდა. სწორედ კაჭკაჭიშვილმა გამოკითხა გუშინ რუსთავის ციხეში სოსო გოგაშვილი.

კაჭკაჭიშვილმა ჟურნალისტის კითხვებს არ უპასუხა. 

კოკა კაციტაძეს 12 დღე რჩება, რათა ყველა ის პირი გამოკითხოს, რომლებიც სოსო გოგაშვილის ჩვენებაშია ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ სუსუი ყოფილი მაღალჩინოსანი გუშინ რუსთავის ციხეშ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძებელმა გამოკითხა. სოსო გოგაშვილმა მას ციხეშ მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაიწოდა და ხაზი გაუსვა, რომ შს მინისტრის მუქარა ბიძნა ივანიშილის დავალება იყო. 

 

მსგავსი სიახლეები