სენაკში შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება - სასამართლომ "საიას" სარჩელი არ დააკმაყოფილა

16.08.22 11:40
სენაკში შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება - სასამართლომ "საიას" სარჩელი არ დააკმაყოფილა

სენაკში შუალედური არჩევნები პირველ ოქტომბერს ჩატარდება - ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ირინა გოგოლაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

სასამართლომ პრობლემა ვერ დაინახა  და  ახალაგზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა, რომ ცესკოს მიერ სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნა გაუქმებულიყო, არ დააკმაყოფილა. არადა დარღვევა სახეზეა, ექვსი თვეა რეგიონში საკრებულო არ შეკრებილა. 

კანონი დაარღვია მთავრობამაც, რადგანაც არ გამოსცა სამართლებრივი აქტი, რომლითაც სენაკში სახელმწიფო მმართველობა უნდა შემოეღო.

"საიას" იურისტი ნიკა მაღედანი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. 

ამ გადაწყვეტილებას აქვს ერთჯერადი გასაჩივრების პროცედურა, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ და გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ჯერ უნდა დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას“ - ამბობს ნიკა მაღედანი.

სენაკში საკრებულო 6 თვეა არ შეკრებული. ცესკოს, თვითმართველობის კოდექსი ავალდებულებდა, რომ მათ რიგგარეშე არჩევნები დაენიშნათ მთლიანად სენაკში და არა მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ქართულ ოცნებას“ ერთი მანდატი აკლდება.

ოპოზიცია ამ დროის მანძილზე „ოცნების“მხრიდან შანტაჟსა და ზეწოლაზე საუბრობდა. ბევრმა ოპოზიციონერმა სწორედ ამ პროცესების შემდეგ დატოვა საკრებულო, რის შემდეგაც, ცესკოს თმით, უკვე საჭირო გახდა შუალედური არჩევნების დანიშვნა. 
 

მსგავსი სიახლეები