"უზურპირებელ ხელისუფლებას არ დავემორჩილებით" - ჯაფარიძე-ხოშტარიას ინიციატივა

16.08.22 11:54
"უზურპირებელ ხელისუფლებას არ დავემორჩილებით" - ჯაფარიძე-ხოშტარიას ინიციატივა

ოპოზიცია დაუმორჩილებლობას აცხადებს, თუმცა კანონიერების ფარგლებში.  პარტიებს შორის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ინფორმაციას ადასტურებს "გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძეც. ჯაფარიძე  მოლაპარაკებებს ელენე ხოშტარიას პარტიასთან აწარმოებს.

ხელისუფლება გვყავს, რომელმაც ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა და ეს დაამტკიცა იგივე გოგაშვილის ათასობით ფაილმა, რომ 2018 დან მოყოლებული მინიმუმ, ძალაუფლება აქვთ მიტაცებული. ყოველ არჩევნებზე იტაცებენ  ძალაუფლებას შანტაჟით, ყიდვით, დაშინებით და ა.შ. ვიღაცა გაზის თავზე, რომელსაც არანაირი ძალაუფლება არ აქვს და შენ ცხოვრებას მართავს და შენი შვილების ცხოვრებას მართავს. აბა, რა არის მანდ გზა გარდა იმისა, რომ თქვა, რომ შენ არ ხარ ჩემი ბატონი და პატრონი და უფროს და არ გემორჩილები. თუ ბევრი ადამიანი ჩაერთვება ამაში, მე მგონია, რომ ჩაერთება, მაშინ მიზანს მივაღწევთ, - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

კიდევ რომელი ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან ჯაფარიძე-ხოშტარიას ინიციატივას, ცნობილი ცოტა ხანში გახდება. 

მსგავსი სიახლეები