გრძელდება მუქარები და ზეწოლა ჩვენს ოჯახზე - ნინო გოგაშვილი
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი ამბობს, რომ მათ ოჯახზე ზეწოლა გრძელდება. ნინო გოგაშვილის თქმით, ყველა მუქარა, რომელიც გოგაშვილების ოჯახის წინააღმდეგ გაჟღერდება, გასაჯაროვდება.
სოსო გოგაშვილის შვილი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის იმ ინფორმაციის გამჟღავნების ეშინია, რომელსაც შესაძლოა სუსის ყოფილი მაღალჩინოსანი მათ წინააღმდეგ ფლობდეს.
გრძელდება მუქარები და ზეწოლა ჩვენს ოჯახზე მიმდინარე საკითხის გარშემო და ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას. ნებისმიერი ზეწოლა, რაც განხორციელდება ჩვენს ოჯახზე, მუდმივად ჩვენ გავასაჯაროვებთ ამ საკითხს, გადავცემთ ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საელჩოს წარმომადგენლებს... თავიდან, 16 ივლისს ბიძინა ივანიშვილმა დაგეგმა ეს ყველაფერი თავისი მონების საშუალებით და ეს განახორციელეს და დღემდე გრძელდება ეს პროცესი, რაგდან მათ ეშინიათ სოსო გოგაშვილის, იმ ინფორმაციის, რასაც შეიძლება ის ფლობდეს, რომ შეიძლება ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ დააზარალოს და ამიტომ არის, რომ ყველაფერს კადრულობენ, ეს იქნება ზეწოლა, დაგეგმილი ავტოსაგზაო შემთხვევა და ა.შ. ეს ყველაფერი თანხმდება ბიძინა ივანიშვილთან აბაზთუმანშ იქნება თუ ნებისმიერი მის სხვა სასახლეში. ისინი ახლაც გეგმავენ, როგორც მამაჩემმა აღნიშნა, როგორ გამოასწორონ თავისი გაფუჭებული საქმე, - თქვა ნინო გოგაშვილმა.