კრიტიკის რამე სერიოზულ მიზეზს არ იძლევა - მიხეილ სარჯველაძე ,,განდგომილთა" წერილზე
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, ,,ოცნებიდან" ე.წ. განდგომილთა ახალ წერილში მოყვანილ მოსაზრებებს ნაწილობრივ ეთანხმება.
მიხეილ საარჯველაზე აცხადებს, რომ აღნიშნული წერილის შინაარსობრივი მხარე კრიტიკის სერიოზულ მიზეზს არ იზლევა, თუმცა, არის საკითხები, რაშიც საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ხალხის ძალის" დამფუძნებლებს არ ეთანხმება.
ნამდვილად არ დამითვლია სიტყვა ,,უნდა" -ს რაოდენობა ამ მოსაზრებებში, რომელიც საელჩოს მხრიდან იქნა წარმოდგენილი და ასევე მინდა, ვთქვა, რომ ვერ გავიზიარებ შეხედულებას, რომ ეს არის ინსტრუქციები და არა მოსაზრებები და ა.შ. ნამდვილად არ გამაჩენია ამ დოკუმენტის გაცნობის შემდეგ ასეთი შთაბეჭდილება.
რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, არ მგონია, რომ ამ მოსაზრებების წარმოდგენა კრიტიკის რაიმე სერიოზულ მიზეზს იძლეოდეს.
ყველას აქვს უფლება, როგორც საკუთარი მოსაზრებები უკარნახებს, ისეთი შეფასებები გააკეთოს, ამ შემთხვევაში კი ვფიქრობ, რომ ეს შეფასებები გადაჭარბებულია.
ეს რეკომენდაციები მეც ნამდვილად ჭკუაში მიჯდება, არის საკითხები, რომელთა მიმართაც შესაძლებელია, განსხვავებული მოსაზრებები მქონდეს - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
ე.წ. განდგომილთა ახალი წერილი. სუბარი, ყაველაშვილი, ხუნდაძე, მაჭარაშვილის ოთხეულმა დღეს ახალი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ამერიკის საელჩოს კვლავ თავს ესხმიან.