გოგაშვილი მოტივირებულია, რომ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს - სარჯველაძე
გოგაშვილი მოტივირებულია, რომ ხელისუფლებას რაც შეიძლება მეტი ზიანი მიაყენოს, - ასე აფასებენ სოსო გოგაშილის ბოლო განცხადებას მმართველ გუნდში. საუბარია სუსისმაღალჩინოსნის ბოლო წერილზე, სადაც მან ხელისუფლება კრიმინალებად მოიხსენია.
"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ სოსო გოგაშილს, შესაძლოა, ვინმე ალაპარაკებდეს.
თუ ვინმეს სჯერა საზოგადოებაში, რომ მაგალითად, მე ვარ კრიმინალი და სოსო გოგაშვილი არის წმინდა პიროვნება... ჩამშვები ვარო თუ არა ვარო... მე არ ვიცი, ეს რა მენტალობის კაცია, რომელიც ამ თემებზე საუბრობს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ, აი, ოდნავი პასუხისმგებლობაც უნდა გქონდეს ადამიანს, რომ საკუთარი ნამოქმედარი კარგად გადააფასო და კარგად შეაფასო და ამას სწორი აღქმები ჰქონდეს. ნამუსი არ დაკარგო მარტო იმიტომ, რომ დღეს, უბრალოდ, რომელიღაცა ნაპირის სხვა მხარეს დგახარ. გოგაშვილმა, რომ თქვას, რომ ზურგზე კიდევ რამდენიმე ხელი მაბია, ესეც არ გამიკვირდება ამ პირობებში, იმიტომ, რომ ეს კაცი მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მეტად ზიანი მიაყენოს რეპუტაციულად ხელისუფლებას. რა ალაპარკებს და ვინ ალაპარაკებს ამ ყველაფერს, ეს კიდევ ცალკე საკითხია და იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ესეც გაირკვევა, - ტქვა სარჯველაძემ.