აშშ-ის საელჩო ხელისუფლების მესამე შტოს მითვისებას ცდილობს - გურამ მაჭარაშვილი

16.08.22 15:41
აშშ-ის საელჩო ხელისუფლების მესამე შტოს მითვისებას ცდილობს - გურამ მაჭარაშვილი

,,ოცნებიდან" ე.წ. განდგომილების მორიგი შეტევა ამერიკის საელჩოზე. მმართველი პარტიიდან ფორმალურად ცწასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, აცხადებს, რომ ამერიკის ელჩი ქართული სასამართლოს საქმეებში უხეშად ერევა. 

მაჭარაშვილი პირობას დებს, რომ მათ მიერ შექმნილი საზოგადოებრივი მოზრაობა ,,ხალხის ძალა" საელჩოს ,,ანტისახელმწიფოებრივ"  ქმედებებს დაუპირისპირდება
 

საერთოდ წერილში შესაძლებელია, ფორმალურად მაინც დაიცვას ვინმემ, რომ ის იყოს რეკომენდაციული ხასიათის და შინაარსიდან გამომდინარე იყოს მავალდებულებელი ხასიათის. თუმცა აქ საელჩომ ფორმითაც კი არ დაიცვა ეს და პირდაპირ ფორმითაც არის მითითება, რომ კი არ ითხოვს, არამედ მოითხოვს, რომ ეს კანონი გაუქმდეს, ეს კანონი შეიცვალოს. 

როცა ვკითხეთ საელჩოს, თუ რატომ დაიბარა მოსამართლე და რატომ მოსთხოვა კონკრეტულ საქმეზე ანგარიში, ელჩისგან პასუხი იყო, რომ საელჩო საქართველოს მართლმსაჯულების განვითარებაში 30 წელია, ეხმარება.

ანუ გამოდის, რომ ელჩისგან არის პასუხი, რომ მე ვიხდი და მე ვადგენ თამაშის წესებს. როგორც ჩანს, ცდილობენ ხელისუფლების მესამე შტოს მითვისებას. - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ბუნებრივია, ამ ყველაფერს ერთი რამე დაუპირისპირდება- ეს არის ხალხის ძალა - აცხადებს 

,,პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომლითაც შეერთებული შტატები საქართველოს ხელისუფლებას  სა-სამართლო რეფორმის განხორციელებას და რეკომენდაციებს სთავაზობს.

მმართველ პარტიას ახლა მაგიდაზე უდევს  კონკრეტული გეგმა, თუ როგორ შეიძლება მართლმსჯულების სისტემის გაჯანსაღება, თუმცა ვიდრე ,,ოცნება" ამაზე მუშაობას, ან საერთოდ საუბარს დაიწყებს, ივანიშვილმა ასპარეზზე ახალი ეპისტოლეთი ოთხეული გამოიყვანა.

ბიძინა ივანიშვილი ვარაუდობს, რომ ამერიკა ,,ოცნებას" ებრძვის და ქართული ოპოზიციის გაძლიერებას აპირებს.

მსგავსი სიახლეები