ე.წ. აბოხებულთა ოთხეულის განცხადებები არის ცალსახად რუსული ნარატივის გაგრძელება - ნიკა სიმონიშვილი

16.08.22 17:45
ე.წ. აბოხებულთა ოთხეულის განცხადებები არის ცალსახად რუსული ნარატივის გაგრძელება - ნიკა სიმონიშვილი

,,ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატების მორიგი წერილი - მესამე სექტორის შეფასებით, ახალ განცხადებით ნათლად გამოიკვეთა, რომ სასამართლო რეფორმის განხორციელებას ხელისუფლება არ აპირებს და სათქმელს ე.წ. განდგომილთა მეშვეობით ამბობს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოამდგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის საელჩოსგან მიიღო რეკომენდაციების პაკეტი, თუ როგორ შეიძლება, განხორციელდეს სასამართლო რეფორმა. აღნიშნული დოკუმენტი მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, მათ შორის, ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც" , რომლის ხელმძღვანელიც აცხადებს, რომ ეს არის რეკომენდაცია, რჩევა და არა დირექტივა.

რასაც ჩვენი პარტნიორები ამ რეკომენდაციებში გვესაუბრებიან, არის ის, რომ თუ ჩვენ გვინდა, დამოუკიდებელი სასამართლო გვქონდეს, გვთავაზობენ თავიანთ რეკომენდაციებს და არა დავალდებულებებს, როგორც ამას მანიპულირებს ეს ამბოხებული ოთხეული. 

მათი განცხადებები არის ცალსახად რუსული ნარატივის გაგრძელება და ანტიდასავლური განწყობების შექმნა. სამწუხაროდ, ეს არის ზუსტად იმ რიტორიკის გაგრძელება, რაც აქვს რუსეთს დასავლეთთან მიმართებაში. - ამბობს ნიკა სიმონიშვილი.

ამერიკის საელჩოს რეკომენდაციები უფრო საბჭოთა ინსტრუქციებს ჰგავს- ,,ოცნებიდან" ე.წ. განდგომილებმა დღეს მორიგი წერილი გაავრცელეს.

 

 

მსგავსი სიახლეები