განცხადება გვახსენებს, რომ რუსული ოცნების პიროებებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ - მელია

16.08.22 17:02
განცხადება გვახსენებს, რომ რუსული ოცნების პიროებებში ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მივიღებთ -  მელია

რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა - ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია საზოგადოებრივი მოძრაობის - ,,ხალხის ძალა"  მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურა, სადაც ,,ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატები ამერიკის საელჩოს ღიად აკრიტიკებენ.

რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა. 
სტრატეგიული პარტნიორის  მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში  უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ. 
რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს:
1. არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის - რეალური სასამართლო რეფორმის ჩატარებას; 
2.  ღიად და დაუფარავად  აცხადებენ რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას;
 3. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ, ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს;
4.  განაგრძობენ თავდასხმას აშშ-ზე და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში. 
5. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პიროებებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს
- წერს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.

მსგავსი სიახლეები