"დაასანქცირეთ - კლავს!" - თბილისი საპროტესტო ბანერებით აჭრელდა

17.08.22 11:02
"დაასანქცირეთ -  კლავს!" -  თბილისი საპროტესტო ბანერებით აჭრელდა

"დაასანქცირეთ -  კლავს!" -  ღამით თბილისი საპროტესტო ბანერებით აჭრელდა. პლაკა-ტებზე ივანიშვილის და მისი მხარდამჭერი მინიოლიგარქების, უჩა მამაცაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, ოთარ ფარცხალაძის და დავით ხიდაშელისს სურათებია გამოსახული.

დილიდან მერიის დასუფთავების სამსახურს პლაკატების ჩამოხსნა თბილისის ერთდროულად რამდენიმე უბნიდან უწევს. 

დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში პლაკატები ანტიკორუფციულმა მოძრაობამ გააკრა. მოძრაობის წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განმარტებით, მათი მთავარი სათქმელი და მოთხოვნა, დეოლიგარქიზაციაა. 

მთავარი ჩვენი სათქმელი, ეს არის დღის წესრიგი ანუ დეოლიგარქიზაცია სანუ საქართელოში მთავარი პრობლემა ჩვენი სიღარიბის, ემიგრაციაშ წასული ახალგაზრდების და საერთოდ, საქართელოს სისხლისგან დაცვლის და ქართელებისგან დაცლის თემის ამუშავების მთავარი ორგანიზატორები არიან სწორედ ეს ადამიანები. ეს არის ექვსთავიანი რუსული ოლიგარქიული გველეშაპი, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო ინსტიტუტები, მიტაცებული აქვს კეთილდღეობა, მიტაცებული აქვს ტერიტორიები და რაც მთავარია, მიტაცებული აქვს ჩვენი პერსპექტივა და რუსეთის დავალებით ანუ კრემლის დავალებით, ეს ადამიანები არიან პუტინის მოკავშირეები და ართმევენ ჩვენს ქვეყანას მომავალს და ეს უბოროტესი გეგმა: საქართველო ქართველების გარეშე არის შემუშავებული ამ ადამიანების მიერ, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ჩენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ შიდა ზეწოლით, საპროტესტო მოძრაობით და გარდა ამისა, რაც მნიშნელოვანია, სანქცრებით ამ ეტაპზე, იმიტომ, რომ ჩენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ,მოხდეს ამ ადამიანების დასუსტება, რომ მათ დაკარგონ კონტროლი სახელმწიფო ინსტიტუტებზე და დაკრგონ ის კონტროლი, რომელიც აქვთ ძალადობით, მოსყიდვით და რუსული ფულით მოპოვებული, - ამბობს  ირაკლი ფავლენიშვილი. 

აქტივისტები მმართველ პარტიას დიდ თავის ტკივილს ჰპირდებიან. 

მსგავსი სიახლეები