"ოცნებას" არასდროს უთქვამს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს - მმართველი პარტია თავს იმართლებს

17.08.22 11:40
"ოცნებას" არასდროს უთქვამს, რომ ომი ქართველებმა დაიწყეს - მმართველი პარტია თავს იმართლებს

"ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. მმართველი პარტიის წევრი მიხეილ სარჯველაძე ირწმუნება, რომ სახელისუფლებო გუნდს არასდროს უთქვამს, თითქოს ომი ქართველებმა დაიწყეს. მისი განმარტებით, წინა ხელისუფლება რუსეთის დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო. 

ბრალდება, რომ "ქართული ოცნების" რიტორიკა არის, რომ ქართველებმა დაიწყეს ომი, ეს არ არის სწორი. არასდროს ასეთი რამ მე პირადად არ მითქვამს და არც ჩემი რომელიმე კოლეგისგან მახსენდება ასეთი რამ. ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილ პროვოკაციას წამოეგო ქართული მხარე, საუბედუროდ, ეს იყო, რასაკვირვეია, შეცდომა, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები