"დაუსაბუთებელი და კონსპირაციებს აყოლილი" - კელი დეგნანი ივანიშვილის ოთხეულის ბრალდებებზე

17.08.22 12:54
"დაუსაბუთებელი  და კონსპირაციებს აყოლილი" - კელი დეგნანი ივანიშვილის ოთხეულის ბრალდებებზე

დაუსაბუთებელი, დაუფიქრებელი და კონსპირაციებს აყოლილი - ასე აფასებს აშშ-ს ელჩი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის დაჯგუფეის იერიშს. საუბარია ე.წ. განდგომილების განცხადებაზე, სადაც მათ სტრატეგიული პარტნიორი ქართული  სა-სამართლო სისტემის ხელში ჩაგდების მცდელობაშ დაადანაშაულეს.

კელი დეგნანი  ღიად ამბობს, რომ ხელისუფლება ანტიდემოკრატიული ქმედებებით პასუხისმგებლობას გაურბის და ქვეყანაში პოლარიზაციას აღრმავებს.  

მე არ ვიცი ეს ჯგუფი ვის და რას წარმოადგენენ, განსხვავდებიან თუ არა მმართველი პარტიისგან, თუმცა ბრალდებები, რასაც ისინი აჟღერებენ, არის დაუფიქრებელი და კონსპირაციულ თეორიებზე დაფუძნებული. ნებისმიერი ბრალდება, რომ თითქოს დასავლეთი ცდილობს პოლარიზაციის გაღრმავებას, არის დაუსაბუთებელი და ეს არის პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანის მცდელობა. პოლარიზაცია ღრმავდება ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დარღეული პირობებით. მას დასავლელი პარტნიორები ვერ გააღმავებენ, - განაცხადა დეგნანმა. 

 

მსგავსი სიახლეები