არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი ხალხის რჩეულებად გამოაცხადეს - გურამ მაჭარაშვილი
ვის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს ხელისუფლება სახალხო დამცველის პოსტზე? ,,ქართული ოცნება" არ აპირებს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის აზრი გაითვალისწინოს.
მმართველი პარტიის პოზიციებს ამჯერად მისი რიგებიდან ფორმალურად წასული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ახმოვანებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი გამოაცხადეს პოლიტიკურ პარტიებად, ხალხის რჩეულებად - ე.წ. განდგომილი ოთხეულის წევრი ამბობს, რომ პარლამენტი არ აპირებს, სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით მესამე სექტორის აზრი გაითვალისწინოს.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა თავი გამოაცხადეს პოლიტიკურ პარტიებად, ხალხის რჩეულებად და სურთ, ყველგან და ყველაფერში თავად მიიღონ გადაწყვეტილება.
ვაიდა, ვინმე ამაში შეეწინააღმდეგოს, ის არის ანტიდემოკრატი.
ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ მათ მიერ შერჩეული სახალხო დამცველი, რომელიც იყო არა ომბუდსმენი, არამედ პოლიტიკური პარტიის ხან სპიკერი, ხან მხარდამჭერი - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ომბუდსმენის დასამტკიცებლად მინიმუმ 90 კანონმდებლის მხარდაჭერაა საჭირო. მმართველ პარტიას ხმები არ ჰყოფნის, საჭიროა მინიმუმ 6 ხმა, რომ ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრი ლომჯარიას შემცვლელად გააფორმონ.
ოპოზიციის ნაწილი ვარაუდობს, რომ პარლამენტში ხმებით ვაჭრობა დაიწყება.