"ეს არის "ქართული ოცნება", ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ" - ხაზარაძე ივანიშვილის ოთხეულზე

17.08.22 15:27
"ეს არის "ქართული ოცნება", ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ" - ხაზარაძე ივანიშვილის ოთხეულზე

პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ ოთხეული, რომელიც მმართელ პარტიას გამოეყო, ისევ "ქართული ოცნების" სამსახურშია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ივანიშვილის დაჯგუფებას სტრატეგიულ პარტნიორებზე თვდასხმების გამო აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათი პოლიტიკა ქვეყანას რუსეთის იმპერიისკენ მიაქანებს. 

ეს არის "ქართული ოცნება", ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. რასაც "ქართული ოცნება" აკეთებს დღეს თავისი რიტორიკით, თავისი პროპაგანდით, ბიძინა ივანიშვილის დაწერილი წერილების ტირაჟირებით, ეს არის, პირდაპირ ვამბობ, ქვეყნის ღალატი, ეს არის ჩვენს მეგობრებზე თავდასხმა, ეს არის იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, რასაც დამოუკიდებლობა და თავისუფლება ჰქვია და საბოლოო ჯამში, ეს არის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიჰყავს რუსეთის იმპერიისკენ, - ამბობს ხაზარაძე.

 

 

მსგავსი სიახლეები