"ბიძინას შაჰიდები" - პაატა მანჯგალაძე "ოცნებიდან" განდგომილებზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე "ქართული ოცნებიდან" განდგომილებს "ბიძინას შაჰიდება" მოიხსენიებს. მისი თქმით, ივანიშვილის ოთხეულსა და სახელისუფლებო გუნდში დარჩენილებს შორის არანაირი განსხვავება არ არის.
ძალიან კარგად იცის ამერიკამ და ამერიკულმა სპეცსამსახურებმა და ამერიკულმა ანალიტიკურმა წრეებმა, რომ "ქართული ოცნება" ასცდა დასავლურ კურსს. გურამ მაჭარაშილს შორის და "ქართული ოცნების" სხვა დარჩენილ წევრებს შორის არანაირი განსხვავება არ არის. ამას უნდა დავარქვათ "ქართული ოცნების" სპეციალურ დავალებათა ჯგუფი, ანუ ბიძინას შაჰიდები დავარქვათ ამას, - თქვა მანჯგალაძემ.