პარლამენტზე შტურმის გავრილოვის ღამედ მოხსენიება, არაკორექტულია - წილოსანი დეგნანის განცხადებაზე
"გავრილოვის ღამის " ხსენება "ქართულ ოცნებას" არ ესიამოვნა. მაჭარაშვილის შემდეგ კელი დეგნანს რიტორიკა ნინო წილოსანმა დაუწუნა.
დეპუტატი ამერიკელ დიპლომატს უმტკიცებს, რომ 20 ივნისს ხელისუფლებამ პარლამენტზე შტურმი აღკვეთა, ელჩის ბრალდებები კი არაკორექტულია.
გავრილოვის ღამედ მოხსენიება პარლამენტზე შტურმის ფაქტის, რა თქმა უნდა, ვთვლი, არ არის კორექტული და აღნიშნული თარმანის ან რამე სხვა პრობლემასთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უმრავლესობიდან გასული დეპუტატების მიერ წამოყენებულ საკითხებს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ალბათ მარტივი იქნება, თუ აღნიშნულ კითხვებზე რამდენადაც არარეალური ან მიუღებელი შეიძლება ეს იყოს, გაეცემა კონკრეტული პასუხიები, რომელიც ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე რაღაც ზოგადი ფორმულირებით პასუხის გაცემა, - თქვა წილოსანმა.