,,ოცნებას" არასდროს ვეხმარებოდი, ალბათ, ამიტომ მომიხსნეს დახმარება - სოციალურად დაუცველი პირი
,,ქართულმა ოცნებამ" სოციალურად დაუცველების დასჯა დაიწყო - ვინც მმართველი პარტიის მომხრე არ არის, ყველას ფინანსურ დახმარებას უწყვეტენ.
,,პირველებმა" რესპრესიების ერთ-ერთი მსხვერპლი დუშეთში გადაიღო. სოფელ მჭადიჯვარის მკვიდრი 50 წლის დავით ჭიალაშვილს, ინვალიდს, რომელსაც ერთი ფეხი მოკვეთილი აქვს, სჭირს დიაბეტი, ეუბნებიან, რომ დიდი რაოდენობით გაზს მოიხმარს, ანუ არ უჭირს და კომუნალური გადასახადის დამოუკიდებლად, სახელმწიფოს დახმარების გარეშე, გადახდა შეუძლია.
სოციალურ დაუცველი ხელისუფლების წარმომადგენელის მხრიდან მის მიმართ განხორცილებულ სადამსჯელო ქმედებას საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.
ლიმფოსტაზი მქონდა გართულებული 2 წლის წინ. გადადიოდა სარკომქაში. მომკვეთეს მარცხენა ფეხი. მარჯვენაზეც მესამე სტადია მაქვს, აღარ მივარგა. მაქვს შაქრიანი დიაბეტი, ერთი ადამიანი მჭირდება, რადგან დამოუკიდებლად ვერაფერს ვაკეთებ.
არანაირი შემოსავალი არ მაქვს, ვერც მიწას ვამუშავებ, არც შინაური ფრინველი, საქონელი მყავს.
დახმარება მომიხსნეს, ,,ქართულ ოცნებას" არასდროს ვეხმარებოდი. მეტი ალბათობით, ამის გამო მომიხსნეს დახმარება.
უნდა იყო მაგათ მხარეს და მერე ყველაფერი შეგიძლია, გააკეთო, მაგრამ ეშმაკს არ მივყიდი სულს- ამბობს დავით ჭიალაშვილი.
,,პირველებმა" კითხვით მიმართა დუშეთის სოციალური დახმარების სააგენტოს, თუმცა ისინი ინფორმაციას არ იძლევიან, რატომ მოუხსნეს შემწობა სოციალურად დაუცველ პირს.
დუშეთის სოციალური სააგენტოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი სამსახური აპოლიტიკური უწყებაა.
პრემიერ ღარიბაშვილის განცხადების მიხედვით, შემუსავებულია მასშტაბური პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დასაქმებას გულისხმობს. ამ მიზნით, 20 ათასი სამუშაო ადგილია გამოყოფილი.
დღეს კი აღმოჩნდა, რომ სინამდვილეში ეს პროგრამა ხელისუფლების პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს არ ითვალისწინებს.