გულდასაწყვეტია, როდესაც აშშ-ს ელჩი "ნაცმოძრაობის" ნარატივით საუბრობს - ცაგარეიშვილი
მმართველი პარტიის მხრიდან სტრატეგიულ პარტნიორეზე თავდასხმა გრძელდება. "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ცაგარეიშვილი აშშ-ს ელჩს "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივით საუბარში ადანაშაულებს.
სახელისუფლები გუნდის წევრი კელი დეგნანის მიერ გავრილოვის ღამის ხსენებამ გააღიზიანა.
პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ერთი მხარე აქვს, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქისთვის და როგორც პარლამენტის წევრისთვის: ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, როგორმე ქვეყანაში სიტუაცია არის. ამიტომ, ჩემთვის ცოტა ყურისმომჭრელი იყო, როცა ე.წ. გავრილოვის ღამეზე საუბრობდა, ქალბატონმა ელჩმა, ვინ და ვინ და მან უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართელოს პარლამენტზე შთურმი, სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმად შეაფას და "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივით როცა ჩვენ მაღალი რანგის დიპლომატი გვესაუბრება, ეს არის ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ძალიან გულდასაქყვეტი, - ამბობს ცაგარეიშვილი.