გოგაშვილის ბრალდებები შს მინისტრის მიმართ - ვახტანგ გომელაური მედიას ემალება

18.08.22 11:06
გოგაშვილის ბრალდებები შს მინისტრის მიმართ - ვახტანგ გომელაური მედიას ემალება

აიღებს თუ არა პასუხისმგებლობას და დატოვებს თუ არა თანამდებობას შს მინისტრი - სოსო გოგაშვილის ბრალდებების შემედგ ვახტანგ გომელაური მედიას ემალება. ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი პატიმრის მიმართ განხორციელებული მუქარის და შანტაჟის შესახებ განმარტებებს არ აკეთებს.

მინისტრი გომელაური ამ დროისათვის ტაბახმელას რეზიდენციაშია, თუმცა ჟურნალისტებთან არ ჩნდება. "პირველების" გადამღები ჯგუფი ამ დრომდე ადგილზე რჩება და შს მინისტრის გამოჩენას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ სუსის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ციხის საკნიდან შს მნისტრი მის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და შანტაჟში დაადანაშაულა. მისი თქმით, ვახტანგ გომელაურმა  პირდაპირ უთრა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მას გაჩუმება მოსთხოვა. 

მსგავსი სიახლეები