საქართველოში ისრაელის ელჩად ჰადას მეიცადი დაინიშნა

18.08.22 11:13
საქართველოში ისრაელის ელჩად ჰადას მეიცადი დაინიშნა

ისრაელის ახალი ელჩი ჰადას მეიცადი საქართველოში საქმიანობას შეუდგა.

"ჩემთვის დიდი პატივია და უაღრესად მოხარული ვარ შევუდგე ჩემს საქმიანობას საქართველოში ისრაელის ახლად დანიშნული ელჩის რანგში.

ისრაელსა და საქართველოს მეგობრობისა და დიპლომატიური კავშირების მდიდარი ისტორია აქვთ. მოუთმენლად ველი საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი მჭიდრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაში და ასევე, უკეთ გავიცნო ეს მშვენიერი ქვეყნა" - წერს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი.

მანამდე საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი იყო.

მსგავსი სიახლეები