საარჩევნო რეფორმა - "ოცნებამ" სამართლიან არჩევნებს სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე უარი უთხრა
"ქართული ოცნება" სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე "სამართლიან არჩევნებს" უარს ეუბნება. საარჩევნო საკითხებზე პირობების შესასრულებლად მმართველი პარტია შეხვედრებს არჩევნებზე მომუშავე ყველაზე გავლენიან ორგანიზაციის დასწრების გარეშე გამართავს. გადაწყვეტილების შესახებ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მმარათველი პარტია ორგანიზაციას საქმიანობას უწუნებს და ფიქრობს, რომ ისინი მხარეს წარმოადგენენ. ამასთან, "ოცნება" ირწმუნება, რომ პროცესი ინკლუზიური იქნება.
პლატფორმას წინასწარ ჰქონდა ინფრომაცია იმის თაობაზე, რომ "სამართლიანი არჩევნების" ამ პროცესში ჩართულობა არის ჩვენთვის სრულიად არგუმენტირებულად მიუღებელი, მათი მხრიდან მოახდა ამ ორგანზიაციის მაინც წარმოდგენა. ის ორგანიზაციები, რომლებიც პირაპირ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მათ თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს, ვერანაირად ვერ იქნება დაშვებული ამ ფორმატში იმიტომ, რომ აქ შეიძლება მონაწილეობდეს არა მხარე, არამედ მხოლოდ ნეიტრალური ორგანიზაცია და ამ ორგნიზაციამ, :სამართლიანმა არჩევნებმა" ნეიტრალიტეტი დაკარგა, - განაცხადა მიქანაძემ.
მესამე სექტორი ხელისუფლების გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებს.
ჩემი წელიწადნახევრიანი დიექტორობის პერიოდში არაერთხელ მიგრძვნია მტრული დამოკიდებულება მმართველი პარტიის მხრიდან და ვვარაუდობ, რომ ალბათ გარკვეული მიზეზი იქნა მოძებული იმისთვის, რომ უარი ეთქვათ, იმიტომ, რომ სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ასევე ამ ჯგუფში თუ სხვადასხვა ჯგუფშ იყვნენ მიწვეული, ყველანი ერთად ვიყავით ჩვენ იმ აქციებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ სამუშაო ჯგუფის რეალური ინტერესი არ არის ნამდვილი და გრძელვადიანი რეფორმის შემუშავება, რომელიც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის საარჩევნო პროცესებს, იმიტომ, რომ ასეთ შემთხვევაში, სწორედ "სამართლიან არჩევნებს" მოიწვევდნენ ჩვენი ექსპერტიზიდან გამომდინარე, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი ნინო დოლიძე.
პარალელურად, ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ხელისუფლებას მოუწოდებს, პროცესი გახადოს ინკლუზიური და მასში ჩართვის უფლება ყველას, მათ შორის, მესამე სექტორს მისცეს. მისი თქმით, ევროკავშირი ყურადღებით დააკვირდება როგორ ასრულებს ქვეყანა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.
ყველა ოპოზიციური პარტია, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, აქტიურად უნდა იყოს პროცესებში ჩართული. ჩვენ ვეყრდნობით ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგს., რომელშიც მტავარი პრიორიტეტებია განხილული. ასევემნიშვნელოვანია ეუთო-ოდირის რეკომენდაციები, რომელიც სასამართლო სისტემასაც ეხება. რეფორმების გატარება ძალიან მნიშვნელოვანია და პრიორიტეტები, რომელიც ევროკომისიამ დასახა.ჩვენი დელეგაცია დააკვირდება მიმდინარე პროცესებსდა პარლამენტშ თანამშრომლობას, რომელშიც იქნება ჩართულიმტავრობა , ოპოზიციური პარტიები და ასევე, სამოქალაქო საზოგადოება, - აღნიშ ჟულიენ კრამპსმა.