ხიდაშელი ვერ შემოვა ამ ტყეში - რაჭაში ოლიგარქისთვის გადაცემული ტყის უკან დაბრუნებას ითხოვენ

18.08.22 13:45
ხიდაშელი ვერ შემოვა ამ ტყეში - რაჭაში ოლიგარქისთვის გადაცემული ტყის უკან დაბრუნებას ითხოვენ

რაჭველები ტყის დაბრუნებას ითხოვენ. საუბარია იმ მწვანე ზონაზე, რომელიც პრემიერმა ღარიბაშვილმა რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის, უახლოეს გარემოცვას, დავით ხიდაშელს, გადაუფორმა.

ადგილობრივები პროტესტისთვის ემზადებიან." ხიდაშელი ვერ შემოვა ამ ტყეში" - აცხადებენ რაჭველები.

რაჭაში დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩავიდნენ და ადგილობრივებს შეხვდნენ. რაჭველების ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ტყის მასივთან ერთად მათი საცხოვრებლის დათმობაც მოუწიოთ.

,,ენმ-ს წარმოამდგენლები არსებული სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს დავით ხიდაშელის დასანქცირებაში ხედავენ. 

ევტუშენკოვს, რომელიც არის დასანქცირებული, პუტინის კარის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს ომს უკრაინაშიც და ჩვენს ოკუპაციასაც საქართველოში, აი, ამ ადამიანის ბიზნესპარტნიორს ამ ექვსთავიანმა ურჩხულმა, ივანიშვილის, ჩხარტიშვილის მეთაურობით, ფაქტობრივად საკუთრებაში მისცა რაჭის ტყე. 

ხიდაშელი რაწაში ვერ შემოვა. ვგულისხმობ ტყეს, რომელიც მას საკუთრებაში გადასცეს. და მეორე, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს საერთაშორისო დონეზე, რომ ევტუშენკოვის ხელის ბიჭი იყოს სანქცირებული - აცხადებს ,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი. 

მსგავსი სიახლეები