ნინო ლომჯარია ,,ნაცების" დამცველია- რიჟვაძე სახალხო დამცველის წინააღმდეგ
ახალი იერიში საქართველოს სახალხო დამცველზე - ლომჯარია მხოლოდ ,,ნაციონალური მოძრაობის" დამცველია - აცხადებს აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე და ომბუდსმენის მოშორებას ითხოვს.
,,ოცნების" აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ნინო ლომჯარიაზე მხოლოდ იმის გამო გაბრაზდა, რომ ომბუდსენმა ბათუმში ავარიული სახლების საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა, ასევე, მშენებლობების ნებართვის გაცემის და კოეფიციენტების გადახედვა დღის წესრიგში დააყენა.
ბათუმის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა გახლავთ ავარიული სახლები და იქ მცხოვრები 3 ათასზე მეტი ოჯახი. სულ რამდენიმე წუთის წინ სასწაული ამბავი მოვისმინეთ, რომ ის ღონისძიებები, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად, სადაც ჩვენ უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ უმაღლესი მხარდაჭერა გამოგვიხატა, სახალხო დამცველმა, რომელსაც ალბათ, სახალხო უნდა მოვაცილოთ, რადგან ,,ნაცებთან" შეზრდილია. ეგ არის ნაცების დამცველი სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, ყველა კარგ საქმეზე მიიტანა იერიში. გაასაჩივრა საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიცავთ და არავის მივცემთ საშუალებას, ქალაქისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა დააზიანოს, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.