სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს - სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა
სენაკის სასამართლომ "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა - სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე აღარ ჰყავს.
გახარიას პარტიიის წევრი თვითმართველი ორგანოს თავმჯდომარე ვერ იქნება, რაც ნიშნავს იმას რომ ყველა ადმინსიტრაციული აქტი და გადაწყვეტილება უქმდება, მათ შორის ხმის დამთვლელი კომისიის არჩევის საკითხი. ახლა საკრებულოში არ ჰყავთ არც უმრავლესობა.
საუბარია სარჩელზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ შეიტანა სასამართლოში მმართველმა პარტიამ.
ახლა სენაკის საკრებულოში არის 16 „ოცნების“ დეპუტატი და 16 ოპოზიციის, შესაბამისად ვერ მოხდება თავმჯდომარის არჩევა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში საკრებულომ ვერც ერთხელ შეძლო შეკრება, რაც კანონმდებლობის მიხედვით საჭიროებს დამატებით არჩევნების ჩატარებას და საკრებულოს ხელახალ არჩევას.
სენაკის საკრებულოს წევრის ედიშერ ბაღათურიას სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებაზე საუბრობს.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ფაქტი, რომ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებებიდან შორს ვართ“ - ამბობს ბაღათურია.
რაც შეეხება მოსარჩელის წარმომადგენელს, ნათია ბოკუჩავა ამბობს, რომ თავის დროზე უკანონოდ იქნა არჩეული საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კაჭარავა და სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო.
კანონდარღვევით, ასევე პორცედურების დარღვევით, მიღებულ იქნა 7 გადაწყვეტილება, მათ შორის უკანონოდ არჩეულ იქნა საკრებულოს თავმჯდომარედ ირაკლი კაჭარავა. შვიდივე ეს გადაწყვეტილება სასამართლომ გააუქმა. სასამართლო გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და ამის მოლოდინი გვქონდა არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით“.- ამბობს ბოკუჩავა.
წინასწარი ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებში მარტო დარჩება, რადგან ოპოზიცია ამაში მონაწილეობას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რომ არჩევნები ოქტომბერშია ჩანიშნული.