გოგაშვილი აგონიაშია - მიქანაძე გომელაურს გამოესარჩლა

18.08.22 17:37
გოგაშვილი აგონიაშია - მიქანაძე გომელაურს გამოესარჩლა

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძე შსს მინისტრს გოგაშვილის ბრალდებებისგან იცავს და ამბობს, რომ სუს-ის ყოფილი შეფი „აგონიაშია“.

მიქანაძის თქმით, ასეთ უარგუმენტო განცხადებებზე თუ ყველამ ჩვენება მისცა, მაშინ საქმის გასაკეთებელი დრო აღარ დარჩება. 

„ის არის აგონიაში და დოკუმენტაციის გარეშე აკეთებს რაღაც განცხადებებს და ახლა შეეცადა, რომ ვექტორი ვახტანგ გომელაურისკენ გადაესროლა. ამის მიზანი არის, რომ თავი წარმოაჩნოს დაზარალებულ ადამიანად. მეორე არის ის, რომ იერიში მიიტანოს ერთ-ერთ ძლიერ მინისტრზე. ბრალდებული გოგაშვილის მიერ არგუმენტების გარეშე გაკეთებულ განცხადებაზე, თუკი ყველას მოუწია ჩვენებების მიცემა, დამერწმუნეთ, რომ საქმის კეთებისთვის დრო საერთოდ არ დარჩება. ამიტომ, თუ რაიმე მტკიცებულებები არსებობს, წარადგინოს და დამერწმუნეთ, რომ ჩვენი გუნდის არც ერთი წევრი არასოდეს კითხვებზე პასუხის გაცემას არ გაქცევია“. - ამბობს მიქანაძე. 
 

მსგავსი სიახლეები