მიხეილ სააკაშვილს, ამ წუთებში, თავის ტვინზე გამოკვლევები უტარდება
მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში თავის ტვინზე გამოკვლევებისთვის ამზადებენ. კლინიკა ვივამედში სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის დასასრულებლად კიდევ ორი კვლევის ჩატარება სჭირდება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას ჩაუტარებენ. კატე -კონტრასტით შემოწმებას ამერიკელი ექსპერტებიც ითხოვენ. მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდება ელექტრო ნეირო მიოგრაფიაც.
სააკაშვილის ექიმი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ კვლევა მესამე პრეზიდენტს გუშინაც უნდა ჩატარებოდა, მაგრამ ის თავს ცუდად გრძნობდა.
გამოკვლევები უკვე დაწყევულია, რის შემდეგ უკვე დასრულდება ექსპერტიზა და ის დასკვნაც იქნება ცნობილი, რომეზეც ბოლო ორი თვეა კომისია მუშაობს.
სასჯელის გადავადება და ევროპის წამყვან კლინიკაში მკურნალობა, ეს არის მიხეილ სააკაშვილი ოჯახის და უფლებადამცველების მთავარი მოთხოვა.