გოგაშვილი პროკურატურაში ჩივის - სუს-ის ყოფილი შეფი გომელაურის დაკითხვას ითხოვს
სოსო გოგაშვილის საჩივარი უკვე ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებაშია - ახლა შოთაძის უწყებას მორიგი გამოცდის ჩაბარება უწევს, დაიწყებს თუ არა გამოძიებას.
სოსო გოგაშვილის უფლებადამცველები ითხოვენ ჩატარებული ძალაოდბრივი სპეცოპერაციის დარღვევებზე გამოძიება დაიწყოს, თუმცა ეს ამბის მხოლოდ ერთი ნაწილია.
სოსო გოგაშვილის ითხოვს დაიკითხოს ქვეყნის ნომერ პირველი გაუჩნარებული პოლიციელი, ვახტანგ გომელაური.
გოგაშვილები საჩივარში წერენ, რომ სწორედ ციხის სახშაპეში გომელაურმა სუს-ის ყოფილ ბოსს ოთხჯერ დაურეკა და დაემუქრა.
ადვოკატები ითხოვენ დაკითხონ მოწმეები და შეისწავლონ პატიმრის დარღვეული უფლებები.
„ვითხოვთ, პირველ რიგში, ციხის ეპიზოდის გამოძიებას, ასევე ვითხოვთ, გოგაშვილის დაკავებისას და სახლის ჩხრეკისას უკანონო ნივთების ჩადების შესახებს გამოძების დაწყებას. მოლოდინებზე რა გითხრათ, ჩვენ გვაქვს მოთხოვნა კანონის საფუძველზე და ვითხოვთ გამოძების დაწყებას“. - ამბობს ადვოკატი.
ამის პარალელურად დღესვე სოსო გოგაშვილის შვილს სპეციალურ საგამოძეიბო სამსახურში მოუსმენენ. მან გამოძიებას უნდა მოუყვეს, თუ როგორ შევიდნენ რუსთავის მე-12 დაწესებულებაში.
„ყველა ინფორმაციას შევატყობინებ საგამოძებო უწყებას, დეტალურად აღვწერ იმ დარღვევებისა და შეცდომების შესახებ, რაც განხორციელდა ამ ორი შეხვედრის დროს. მოლოდინი არ მაქვს გამოძიების, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, სრული ინფორმაცია მივაწოდოთ“. - ამბობს ნინი გოგაშვილი.