კანდიდატის სტატუსის მიღება არ შედის ,,ოცნების" ინტერესებში - ხატია დეკანოიძე
კანდიდატის სტატუსის მიღება არ შედის ,,ოცნების" ინტერესებში - ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოში დღეს არსებული მმართველობა, ოლიგარქია, ეწინააღმდეგება დასავლურ ღირებულებებს.
არც ერთი რეკომენდაციის შესრულება და ზოგადად კანდიდატის სტატუსის მიღება არ არის ,,ქართული ოცნების" ინტერესებში, ვინაიდან შინაარსობრივად ოლიგარქია, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ეწინააღმდეგება ევროკავშირის და ყველანაირ დასავლურ ღირებულებას.
ჩვენი პარტია და ფრაქცია სხვა პარტიებთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან ერთად აგრძელებს, ფართო დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელ პაკეტზე მუშაობას, რომელიც დაუყონებლივ, სექტემბერში უნდა იქნას მიღებული. ვგულისხმობ ცვლილებებს, რათა საქართველოში სასამართლო და საარჩევნო სისტემის ცვლილებები მოხდეს. - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევა წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა - ,,ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას არ ცვლის და მესამე სექტორის წარმომადგენლების დაბლოკვას მათ დისკრიმინაციად არ მიიჩნევს.
იერიში ,,ოცნების" დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, ტრადიციულად ,,ნაციონალურ მოძრაობაზე" მიიტანა, სადაც ხელისუფლების გადაწყვეტილებას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურნენ.