აბსურდია, მისთვის არ დამირეკავს და არ დავმუქრებივარ, გული მწყდება, ჩემით მიაღწია ყველაფერს - გომელაური გოგაშვილზე
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გომელაური კამერებთან პირველად გამჩნდა.
შსს მინისტრი სადახლოზე პრემიერთან ერთად იმყოფება, სადაც ახალი გზის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
მან სოსო გოგაშვილის განცხადებებზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მისთვის არ დაურეკავს..
"აბსურდია, მისთვის არ დამირეკავს და არ დავმუქრებივარ. მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ და მით უმეტეს, ოჯახის ამოწყვეტით არავის დავემუქრებოდი. ეს არის სრული აბსურდი.
გული მწყდება მასზე. მე დავაწინაურე, თითქმის 3 წელი იყო ჩემი მოადგილე. ის იყო ჩემი და ჩემი ოჯახის ახლობელი და თურმე 3 წელი კომპრომანტებს აგროვებდა ჩემზე. ის არაერთხელ დამიცვია გუნდისგან, რომ არ გაეთავისუფლებინათ.
რაც შემეძლო, ყველაფერი გავუკეთე, არაფერს წარმოადგენდა და ჩემით მიაღწია ყველაფერს. მისმა მოქმედებებმა სადამდე მიიყვანა ის, კი ხედავთ.
მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, რჩევასაც ხშირად მეკითხებოდა.
რაც შეეხება პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მაჩალიკაშვილების ოჯახს. რაც შეეხება გოგაშვილს, ის არ ყოფილა პანკისში. ჩემგან არ გაცემულა ასეთი მაჩალიკაშვილის ლიკვიდაციის ბრძანება, სპეცრაზმს მე ვხელმძღვანელობდი კი, მაგრამ მას ჰყავდა თავისი მეთაური". - ამბობს გომელაური.