„თქვენ რა იცით, რომ გოგაშვილი 4-ჯერ გაიყვანეს საშხაპეში?“ - გომელაური "ტვ პირველის" ჟურნალისტს

19.08.22 14:36
„თქვენ რა იცით, რომ გოგაშვილი 4-ჯერ გაიყვანეს საშხაპეში?“  - გომელაური "ტვ პირველის" ჟურნალისტს

„თქვენ რა იცით, რომ გოგაშვილი 4-ჯერ გაიყვანეს საშხაპეში?“  - ასე მიმართა გომელაურმა „ტვ პირველის“ ჟურნალისტს დასმულ კითხვაზე, გოგაშვილის საშხაპეში გაყვანასთან დაკავშირებით.  

თქვენ რა იცით რომ გაიყვანეს, ან ის როგორ დაამტკიცებს, რა მტკიცებულებებით?“ - თქვა გომელაურმა.

როდესაც შსს მინისტრმა ჟურნალისტისგან შეიტყო, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ არსებობს ვიდეო-ჩანაწერი და ამის გასაჯაროებას გოპგაშვილი ახლო მომავალში აპირებს, გომელაურმა თქვა, რომ ეს მისი დაწესებულება არ არის და არ იცის რა ხდება ციხეში.

შეიძლება 10-ჯერაც გაიყვანეს, მე არ ვიცი შიგნით რა ხდებოდა, საშხაპეში გაიყვანეს თუ სად გაიყვანეს. ის ჩემი დაწესებულება არ არის და არ ვიცი, მაგრამ მე რომ არ დამირეკავს მისთვის, ეს ვიცი 100 %-ით“.- განაცხადა გომელაურმა.

მსგავსი სიახლეები