ჩეჩნეთისა და საქართველოს სასაზღვრო ხაზზე, პანკისის ხეობის მიმდებარედ, ახალი საგუშაგო ეწყობა
ჩეჩნეთსა და საქართველოს სასაზღვრო ხაზზე დამატებითი სასაზღვრო პუნქტები ეწყობა. რუსული ეფესბეს ბრძანება ნომერი 363 სასაზღვრო პუნქტების განთავსებას ახალ კოორდინანტებზე, პანკისის ხეობის მიმდებარედ, ითვალისწინებს.
ეს ბრძანება რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროში 16 აგვისტოს დარეგისტრირდა. ინფორმაცია კი დღეს რუსული მედიით გავრცელდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს არის გარკვეული პუნქტები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე - იტუმ-კალინსკისა და შაროისკის რაიონებში. ბრძენება ძალაში 28 აგვისტოდან შევა.