შეინიშნება მდგომარეობის გაუარესება - სააკაშვილის გამოკვლევები დასრულდა

19.08.22 17:13
შეინიშნება მდგომარეობის გაუარესება - სააკაშვილის გამოკვლევები დასრულდა

მიხეილ სააკშვილის გამოკვლევები დასრულდა. რამდენnმე წუთის წინ მესამე პრეზიდენტი პალატაში გადაიყვანეს. თავის ტვინის მაგნიტორეზონანსული კვლევის შედეგები ცნობილი წესით რამდენიმე საათში უნდა გახდეს. რადიოლოგიურ დასკვნას სპეციალისტები ამ წუთებში ამზადებენ. 

"პირველებთან" საუბარში ,,ვივა მედის" დირექტორი ამბობს, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და პაციენტი თავს კარგად გრძნობს.

„გუშინ კვლევის ჩატარება გვინდოდა, მაგრამ პაციენტი თავს გრძნობდა ცუდად. დღეს ჩატარდა აღნიშნული კვლევა, დასრულდა სადღაც 10 წუთის წინ. პაციენტი პალატაშია, კვლევა ჩატარდა ყოველგვარი გართულების გარეშე. მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი“. - ამბობს ვივამედის დირექტორი.

თუმცა განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს მეუფე ნიკოლოზი, რომელიც ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრის ბოლო დღეს იხსენებს და ამბობს, რომ ასეთი დამძიმებული სააკაშვილი არასდროს უნახავს. 

ორი თვის უნახავი მყავდა და რო ვნახე ძალიან შევშფოთდი, რადგან  დაკლებული აქვს წონაში და ფერმკრთალია. რაც საავადმყოფოში გადაიყვანეს 11 კგ დაიკლო, ამიტომ კარგი იქნება თუ შესაბამისად უმკურნალებენ. ამ მარხვაში ვაპირებ, რომ ვაზიარო. იმედია ყველაფერი კარგად იქნება“. - ამბობს  კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტი.

სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს დაპატიმრებული პრეზიდენტის დედაც.

„ნევროლოგი შემოვიდა და მე რამდენადაც მე გავიგე, იგივე მდგომარეობაა თითქმის, ოდნავ არის გაუარესება უბნებზე, აქვს სისუსტე. ჩემი სურვილია, რომ შეუჩერდეს ეს იურიდული მხარე, გადაიდოს და პირველ რიგში მიეხედოს მის ჯანმრთელობას“.- ამბობს ალასანია.

მსგავსი სიახლეები