შეზღუდვების მოხსნა დე ფაქტო ხელისუფლების კეთილი ნებაა - ახალგორის გამგებელი გამშვებ პუნქტთან მივიდა

20.08.22 13:26
შეზღუდვების მოხსნა დე ფაქტო ხელისუფლების კეთილი ნებაა - ახალგორის გამგებელი გამშვებ პუნქტთან მივიდა

“შეზღუდვების მოხსნა დე ფაქტო ხელისუფლების კეთილი ნება” - ეს განცხადება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ცოტა ხნის წინ ოძისის გამშვები პუნქტის  ქართულ საგუშაგოსთან  გააკეთა.  

ნუგზარ თინიკაშვილი ადგილზე მივიდა და  აკვირდება, როგორ გამოდიან სამ წლიანი ტყვეობის შემდეგ ქართველები სამშვიდობოს.

შენარჩუნდება თუ არა შემდეგ თვეებში ანალოგიური შეღავათები, ისევ რუსეთის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ამბობს გამგებელი, არადა ჯერ გუშინ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური  და შერიგების სამინისტრო ერთად ამტკიცებდნენ, რომ ოკუპირებეულ რეგიონში მცხoვრები მოქალაქეებისთვის შეზღუდვების მოხსნა მათი მოლაპარაკებების შედეგია, რომელსაც ერგნეთის შეხვედრებზე აყენებდნენ.

“ეს არის საქართველოს ხელისუფლების და საერთაშორისო ორგანიზაციების ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი. ასევე, იყო ე.წ. პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება. როგორც ჩანს, მან ეს დაპირება შეასრულა და ძალიან კარგია და თუკი მსგავსი ნაბიჯები მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიდგმება სამომავლოდ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს მიეცემათ საშუალება, გადმოვიდნენ საქართველსო ტერიტორიაზე, საკუთარი ოჯახიდ ა ახლობლები მოინახულონ და მიიღონ საჭირო სამედიცინო დახმარება.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“. - ამბობს ნუგზარ თინიკაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ იხსნება. ოკუპირებული ახალგორისა და ჯავის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას არსებული ე.წ. გამშვები პუნქტების გამოყენებით საოკუპაციო ხაზის კვეთის შესაძლებლობა ყოველი თვის 20 რიცხვიდან, თვის ბოლო რიცხვის ჩათვლით მიეცემა. აღნიშნული რეჟიმი კი ძალაში მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე იქნება. 

მსგავსი სიახლეები