კრიმინალს და პოლიციელს რომ თანასწორი უფლება აქვს, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამორღვეულია - ყოფილი ძალოვნები

20.08.22 15:24
კრიმინალს და პოლიციელს რომ თანასწორი უფლება აქვს, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამორღვეულია  - ყოფილი ძალოვნები

ყოფილი ძალოვანები ალაპარაკდნენ, თუ რა პროცედურები მიმდინარეობს საგამოძიებო უწყებაში და როგორ დევნის სიტემა პოლიციელებს, რომლებიც მმართველ პარტიას მხარს არ უჭერენ.

აღნიშნული დევნა ამ პოლიციელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს და ისინიც ამ შანტაჟის მსხვერპლნი გახდნენ. 
ყოფილი ძალოვნები ამბობენ, რომ პოლიციელების მუნდირი რომ შელახულია ამ ქვეყანაში,  ეს ყოველი არჩევნების წინ ჩანს.

ისინი ასევე კონკრეტული ფაქტების შესახებ ყვებიან, როდესაც პოლიციელებს იბარებენ და პირდაპირ ეუბნებიან, რომ თუ ისინი მხარს „ქართულ ოცნებას“ არ დაუჭერენ, მაშინ იძულებულები გახდებიან პატაკი დაწერონ და სამსახურიდან წავიდნენ. 

მათი თქმით, შანტაჟი და ზეწოლა ეხებათ არა მხოლდო პოლიციელებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც. 

„დღემდე ყველამ კარგად ვიცით, რომ კრიმინალი და პოლიციელი ერთად დგანან საარჩევნო უბანთან. ის რომ კრიმინალს და პოლიციელს ერთნაირი თანასწორი უფლება აქვს ორივეს, ეს არ მოსწონს ბევრს. აქედან გამომდინარე, ის ხედავს, რომ ჩამორღვეულია სისტემა, ტოვებს საქართველოს და მიდის საზღვარგარეთ.
მაგ პერიდოში დააკავეს ჩვენი მეგობარი პოლიციის მაიორი ლექსო რაფავა, ამირან ჯანაშია, გია დათიაშვილი. ეს მათი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე ჩაუდეს იარაღები. თუ ამ ხელისუფლებას არ ემხრობა და ხმას არ აძლევ, ეძახიან იმ პოლიციელს და ეუბნებიან, ეს შენი ოჯახის წევრია, ხმას არ გვაძლევს და უნდა მიხედო. შენ რომ გიწევს, თუნდაც ფბ გვერდზე იმის დადება, რომ ვაკანსიები გაქვს და კადრები არ გყავს, ამით ყველაფერი ნათელია“. - ამბობს ყოფილი ძალოვანი, რუსლან შამახია.

შსს-ს პოლიციელები ტოვებენ - ვახტან გომელაურის უწყება კი ახალ თანამრშრომლებს ეძებენ.

ამას მოწმობს უწყების მიერ გამოცხადებული ღია ვაკანსიაც. 

აწ უკვე ყოფილი პოლიციელები კი თავის სარჩენად ან ემიგრაციაში მიდიან, ან საქართველოში სხვა საქმით კავდებიან.

მსგავსი სიახლეები