რატომ არ დაუშვა "ოცნებამ" სამუშაო ჯგუფში არასამთავრობოები - პაპუაშვილის პირველი განმარტება
ხელისუფლების მიერ პარლამენტის სამუშაო ჯგუფში ორი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის დაბლოკვასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი პირველ განმარტებებს აკეთებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც აღნიშნულ არასამთავრობოებს უარი ეთქვათ, ის ულტიმატუმი გახდა, რომლის თანახმადაც მესამე სექტორს დროებითი ტექნიკური მთავრობა უნდა ჩამოეყალიბებინათ.
მას შემდეგ, რაც ISFED-მა გამოხატა ინტერესი პარლამენტის სამუშაო ჯგუფში მონაწილეობაზე, ჩვენ გვქონდა ამაზე კომუნიკაცია, მათ შორის, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელტან, სამოქალაქო საზოაგდოების პლატფორმასთან და ჩვენი კითხვა იყო ISFED-ის მიმართ ისინი კლავ იზიარებენ ამ ულტიმატუმს, კვლავ მხარს უჭერენ ამ მოთხოვნას თუ მოხსნეს ეს მოთხოვნა პარლამენტის მიმართ. საქმე ეხება ულტიმატუმს, რომ მთავორბის ფორმირებაში მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე არამსათავრობო ორგანიზაციამ, მათ შორის, ISFED-მა, რომელთაც არ გააჩნიათ დემოკრატიული ლეგიტიმაცია და შესაბამისად, ეს პროცესი თავისთავად არის ყოველგვარ დემოკრატიულ ფარგლებს მიღმა. ამ ჩვენს შეთავაზებაზე, რომ პოზიცია დაეფიქსირებინათ, თუ ისინი არარ იზიარებენ და ამ მოთხოვნას აღარ აყენებენ, მაშინ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ სამუშაო ჯგუფში, თუკი ისინი კვლავ აგრძელებენ ულტიმატუმის ენით საუბარს პარლამენტთან, რომ პარლამენტმა დაითხოვოს მთავრობა და დაინიშნოს ე.წ. ტექნიკური მთავრობა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში აქ კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე რთული იქნება საუბარი. ჩვენ, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით ISFED-გან ვერანაირი პოზიცია ვერ მოვისმინეთ, აქედან გამომდინარე, სამუშაო ჯგუფში ისინი მოწვეულები არ იქნენ, - განაცხადა პაპუშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტის სამუშაო პროცესს, რომელიც ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულებას ეხება, ორი არასამთავრობო ორგანზიაცია "სამართლიანი არჩევნები" და "მოსამართლის გუშაგი" ჩამოაშორა.