მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ივანიშვილის დაცვა თუ დასავლური ორიენტაცია - NDI-ის ყოფილი შეფი

21.08.22 12:18
მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ივანიშვილის დაცვა თუ დასავლური ორიენტაცია - NDI-ის ყოფილი შეფი

საქართველოში "ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილი დირექტორი ლორა თორნტონი "ქართულ ოცნებას" რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო აკრიტიკებს. NDI-ის ყოფილი შეფი  "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ მიმართული კამპანია აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით უფრო მკაფიო უნდა იყოს. 

ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ძალაუფლების შენარჩნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს ფაკეთება, არ მგონია, რომ შეეძლოს. როდესაც ევროკავშირმა საქართველოს დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა, თუმცა არ ვიცი, მთავრობა არს გადაწყვეტს. 

დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო თითის წვერებზე სიარული, ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგოაბს გამოხატავენ, ეს როგორღაც საქართველოს ომში ითრევს. არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუდნაც შეკითხვებს უნდ სვამდეს ამ თემებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ნათელი უნდა იყოს, როგორია მათი პოზიცია. ფაქტი, რომ არსებობს თუნდაც ეჭვები იმასთან დაკავშრებით, რომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელის შემშლელია. სამართლიანობისთის უნდა ვტქვა, რომ საქართელოს მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები არიან და ეს ისევ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება, მაგრამ რატომ აყენებენ ჩრდილს ამას? რატომ აკრიტიკებენ დასავლელ მეგობრებს და მოკაშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა უწევთ, მოკავშრეებისთვის ეს მხოლოდ ართულებს საქართველოს მხარდაჭერას, - თქვა თორნტონმა. 

 

მსგავსი სიახლეები