"რადიკალური ოპოზიცია წაახალისა" - პაპუაშვილი თავს ამჯერად სალომე ზურაბიშვილს ესხმის

21.08.22 13:32
"რადიკალური ოპოზიცია წაახალისა" - პაპუაშვილი თავს ამჯერად სალომე ზურაბიშვილს ესხმის

არასამთავრობოების შემდეგ პარლამენტის თავმდჯომარემ იერიში საქართველოს პრეზიდენტზე მიიტანა. შალვა პაპუაშვილს სალომე ზურაბიშვილი იმ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა, რომლის თახნამადაც პრეზიდენტმა ცესკოს თავმდჯომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს მხარი არ დაუჭირა.

მმართველი პარტიის ლიდერმა ზურაბიშვილი ოპოზიციის დღის წესრიგზე მორგებაში დაადანაშაულა. 

სამწუხაროა, რომ მოქმედი თავმჯდომარე, ისე რომ ამისი დასაბუთება პროფესიული ანუ საგნობრივი არ მომხდარა, არ იქნა წარმოდგენილი და დასაბუთება იყო პოლიტიკური, რომ თითქოს, იქიდან გამომდინარე, კვალიფიციური უმრავლესობა ვერ მოიპოვა ორჯერ, ვთქვათ, ნაკლები შანსი შეიძლება ჰქონდეს. ეს ჩემი აზრით, არის ოპოზიციის, რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. უბრალოდ, პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა ოპოზიცია და ცდილობდა ჩაგდებას ამ კანონპროექტის, და ამისი არწარმოდგენით, პროფესიული ნიშნით გამორჩეული ადამიანის, გახლავთ ზოგადად, კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია და აქედან გამომდინარე, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასე მოხდა, რომ არ იქნა წარმოდგენილი კვალიფიციური კანდიდატი, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები