დეზინფორმაციული კამპანია"ოცნების" წინააღმდეგ - პაპუაშვილი ამჯერად თავს ლორა თორნტონს ესხმის

21.08.22 17:34
დეზინფორმაციული კამპანია"ოცნების" წინააღმდეგ - პაპუაშვილი ამჯერად თავს ლორა თორნტონს ესხმის

"ქართული ოცნების" თავდასხმის კიდევ ერთი მსხვერპლი ლორა თორნტონი გახდა. "ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" ყოფილ დორექტორზე იერიში შალვა პაპუაშილმა მას შემდეგ მიიტანა, რაც მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა.

პარლამენტის თავმდჯომარემ ლორა თორნტონი დეზინფორმაციულ კამპანიის მონაწილედ მოიხსენია. სახელისუფლებო გუნდის წევრმა NDI-ს ყოფილი შეფს  მოუწოდა, ანალიზი მტკიცებულებებზე დაფუძნებით გააკეთოს. 

მემგონი, დადგა მომენტი, რომ 10 წლის თავზე მაინც ყველამ, ვინც საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა კავშირებს რუსეთთან, ყველამ, ვინც ამ დეზინფორმაციას ხელს უწყობდა პირდაპირ თუ ირიბად, ეს საკუთარი განცხადებები უარყოს და დაფიქრდეს, თუ რა კამპანიის ნაწილი იყო. შესაბამისად, დღესაც და დღესდღეისობით ეს უფრო ინტენსიურია, ვხედავთ ჩვენ ბრალდებებს ამ სანქციებითის გვერდის ავლისთვის ხელშეწყობა, ხან ერთი რამ და ხან მეორე გვესმის. ეს ყველაფერი არის ერთი მთლიანი ჯაჭვის ნაწილი, რომელსაც ჰქვია დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც გახლავთ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი სახეობა, რასაც, სამწუხაროდ, ქვეყნის შიგნით ეწევიან ჩვენი ოპონენტები საქართელოს ხელისუფლების წინააღმდეგ. 10 წელი გავიდა და ერთ რამე ხომ უნდა ყოფილიყო მტკიცებულებაზე დაყრდნობილი რაიმე არგუმენტი. ეს არის სამაგალითო მოცემულობა, რომ აღქმებზე დაფუძნებული ანალიზი იმარჯვებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ანალიზზე. ამიტომ, მე ყველას, ქვეყნის შიდა და გარე კომენტატორებს მოვუწოდებ, რომ ნაცვლად აღმქებზე დაფუძნებული ანალიზისა, დაუბრუნდნენ გამოცდილ მეცნიერულ ინსტრუმენტებს, რომელსაც ჰქვია ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზი, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები