მოექცევა თუ არა "ოცნება" იზოლაციაში - ოპოზიცია პარლამენტის დატოვებას არ გამორიცხავს
დატოვებს თუ არა ოპოზიცია პარლამენტს? - პოლიტიკური ძალები "პირველებს" უდასტურებენ, რომ საკითხს განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ვადამდელი არჩევნების მისაღწევად, საჭიროა, ოპოზიციამ პარლამენტი სრულად დატოვოს.
ოპოზიცია ფიქრობს, რომ მიზნის მისაღწევად "ქართული ოცნების" იზოლაცი მოქცევაა საჭირო. "ნაციონალური მოძრაობა" მიიჩნევს, რომ ახლა ყველა მნიშვნელოვანი ერთსულოვნებაა.
ნაწილმა რომ დატოვოს და ნაწილი დარჩეს იმისთის, რომ "ოცნებას" რაღაც ერთგვარი კომფორტი შეექმნას ისევ , ისეთი ტიპის კომფორტი, რომ თან ამბობდეს, რომ ოპოზიცია არის პარლამენტში, მაგრამ თან ისეთი ოპოზიცია ჰყავდეს, რომელიც მორჩილია, ასეთი მიდგომით მხოლოდ "ოცნების" წისქვილზე დავასხამთ წყალს. პირველ რიგში, ჩენ პარლამენტში უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რომ ვამხილოთ "ქართული ოცნება". ამის შემდეგ, ამას ცხადია, საზოგადოება დაინახას, საზოგადოებრივი წნეხი აიზრდება, ამის შემდეგ ის ოპოზიციური პარტიები, რომელიც შეიძლება განიხილავდნენ, რომ მოდი, ჩვენ დავრჩებით და "ნაციონალები" და სხვები გავიდნენ პარლამენტიდან, ისინიც დარწმუნდებიან, რომ "ოცნების" იზოლირება, მარტო დატოვება, არის ერთადერთი გამოსავალი. ყველა ოპოზიცური პოლიტიკური პარტია, ფრაქცია, ჯგუფი ამისთვის მომწიფდება, კონსულტაციები გაიმართება, ყველამ ერთად უნდა დატოვოს პარლამენტი, - ამბობს ენმ-ს წევრი პეტრე ცისკარიშვილი.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი ოპოზიციური პარტიები შეუერთდებიან აღნიშნულ ბოიკოტს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები საკითხზე მსჯელობას, სავარაუდოდ, სექტემბერში გეგმავენ.