ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობა კრიტიკულია

22.08.22 11:25
ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პატიმრის ჯანმრთელობა კრიტიკულია

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი პატიმრის, გიორგი სვანიძის ჯანმრთელობა კრიტიკულად მძიმეა.  მკურნალი ექიმი 28 წლის კაცის მშობლებთან შესახვედრად ემზადება.

პარალელურად პაციენტის ახლობლები ელოდებიან რას იტყვის საგამოძიებო სამსახური - ვისმა დაუდევრობამ და უყურადღებობამ მიიყვანა ახალგაზრდა კაცი მრიტიკულ მდგომარეობამდე. "პირველების" შეკითხვაზე,  როდის გამოქვეყნება ფსქიაიტრიულ კლილინიკაში ბადრაგსა და პატიმარს შორის დაპირისპირების ამსახველი კადრები სრულად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური პასუხს ვერ სცემს.

"თავი ისე უყვარდა და ისე უვლიდა ხელებს, ფრჩხილებს, ასეთ რამეს არ იზამდა"- აცხადებემ დაჭრილი კაცის ახლობლები. 

არსებული ინფორმაციით, 20 აგვისტოს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პატიმარი ჯერ ბადრაგის შეიარაღებულ თანამშრომელს დაესხა თავს, შემდეგ კი თავის არეში ტყვია დაიხალა.

მსგავსი სიახლეები