პოლიციელები სისტემას მასობრივად ტოვებენ - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

22.08.22 13:22
პოლიციელები სისტემას მასობრივად ტოვებენ - ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

ნიკა მელიას ინფორმაციით, შს მინისტრი პოლიციელებს პოლიტიკური დავალებების შესრულებას აიძულებს. "ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ირწმუნება, რომ შსს-ში ასეულობით იმ ადამიანების პატაკი დევს, რომელთაც სისტემიდან წასვლა სურთ, თუმცა განცხადებებს არ უკმაყოფილებენ. ამის გამო კადრების ნაწილი იძულებულია ძალოვანი უწყება დემარშით დატოვოს და ქვეყნიდან წავიდეს.  

ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერის განმარტებით, პოლიციელებს უკანონო დავალებების შესრულება აღარ სურთ. 

ამ ქვეყანას ტოვებს ათასობით ან ფიქრობს აქტიურად,  დატოვოს ათასობით პოლიციელმა. ტოვებენ ქვეყანას იმიტომ, რომ არ სურთ, რომ რუსული "ოცნება" მათი ხელით ახდეს ამ ქვეყანაში. ივანიშვილის და გომელაურის პოლიცია უმოქმედოდაა, როცა დღისით ქალაქის ცენტრში შავ-ბნელი ძალები ფიზიკურად უსწორდებიან ჟურნალისტებს, რასაც ეწირება ალექსო ლაშქარავას სიცოცხლე. ჩვენი შვილების უსაფრთხოება ივანიშვილმა ჩააბარა თავის დაცვის უფროსს, რომელიც ისევ დ ა ისევ მას იცავს მხოლოდ და არა ქართულ საზოგადოებას. მას არც პროფესიონალიზმი აწუხებს და არც სინდისი. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს უნდა იცავდეს პოლიციელი და არა ვინმე ერთ მოქალაქეს როგორც დღესაა. ეს ყველაფერი შეიცვლება ძალიან მალე რუსული ოლიგაქრიული რეჟიმის ცვლილებისთანავე, - განაცხადა მელიამ. 

ის, რომ ძალოვან უწყებას პოლიციელები მასობრივად ტოვებე, შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ღია ვაკანსიებიც ადასტურებს.  

მსგავსი სიახლეები