"ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც" - კალაძე შვეიცარიული ბანკის წინააღმდეგ
დედაქალაქის მერი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და "ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულების მსგავსად, ამბობს, რომ შვეიცარიული ბანკი "რეკეტითაა" დაკავებული.
"რა თქმა უნდა, ეს რეკეტია, შეიძლება უფრო მეტიც"- განაცხადა კალაძემ "ტვ პირველის" კითხვის საპასუხოდ.
ადამიანს წლების განმავლობაში ეს თანხები ჰქონდა კონკრეტულ ბანკში და ჩვეულებრივად, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ახერხებდა ამ ფულის გადარიცხვას, გამოყენებას საჭიროებისამებრ. ერთ მშვენიერ დღეს, იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული თანხების გაჩერებასთან დაკავშირებით, სრულიად უკანონოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, რაც აჩენს ძალიან დიდ კითხვებს"- განაცხადა კალაძემ.
"ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატები მორიგ შვეივარიულ ბანკს ბიძინა ივანიშვილის რეკეტში ადანაშაულებენ.